დაშავებული არავინაა, არც მძღოლი და არც სატვირთოში მჯდომი ბავშვი. მალევე მუშაობა გაგრძელდა ამ თვითმცლელით.
სატვირთო კომპანია შპს „დი აი ქონსთრაქშენს“ ეკუთვნის - ეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაკვეთით ასრულებს სამუშაოებს.
„თვითმცლელმა ავტომანქანამ ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია. მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად გამოყვანის მცდელობისას ტრანშიის კიდე დამატებით დაზიანდა და ავტომანქანა გადაბრუნდა“, - აცხდებენ GWP-ში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შპს „დი აი ქონსთრაქშენის“ დირექტორს იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხვდა მცირეწლოვანი ბავშვი რუსთაველის გამზირის იმ ნაწილში, სადაც უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. რატი ბებიაშვილმა, რომელსაც ამავდროულად ეკუთვნის კომპანიის 50%-იანი წილი, კითხვებს არ უპასუხა, მათ შორის იმის შესახებ, გამოკითხეს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში ის ან მასთან დასაქმებული მძღოლი.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ „შემდგომი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს გამოკითხვები და საქმის შესწავლა“.
დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია, თავისუფლების მოედნიდან თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევამდე, 23 ივლისს დაიწყო. პირველ ეტაპზე GWP კუთვნილ მილებს ცვლის - მათ შორის წყლისა და წყალარინების.
ასევე ნახეთ
თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - რეაბილიტაცია დაიწყოგამზირის რეაბილიტაცია ბოლო რამდენიმე წელია იგეგმება - ინფრასტრუქტურა მოძველებულია.
- რეაბილიტაციის დასრულების თარიღად თბილისის მერმა 2026 წლის ნოემბრის ბოლო დაასახელა;
- კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. მაშინ მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა;
- ბოლოს სამუშაოები 2025 წელს იგეგმებოდა, თუმცა 24 მარტს კალაძემ თქვა, რომ პროექტი 2026 წლამდე გადაიდო.