ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები დახოცეს, ეჭვმიტანილი მოზარდია

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში დახმარებას უწევენ ბანგკოკთან მდებარე სკოლაში სროლის შედეგად დაჭრილ პედაგოგს. 2026 წლის 7 აგვისტო

ტაილანდის დედაქალაქთან მდებარე სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს პედაგოგები და მოსწავლეები.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე მოზარდმა მოკლა სულ მცირე, სამი პედაგოგი და სამი მოსწავლე.

დაჭრილია 20-ზე მეტი ადამიანი. მათგან ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტრაგედია 7 აგვისტოს მოხდა ბანგკოკთან მდებარე სკოლა დებსირინ ნონტჰაბურში, რომელიც პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებად ითვლება და სამი ათასამდე მოსწავლე ჰყავს.

ბანგკოკთან მდებარე სკოლიდან ევაკუირებული მოსწავლეები

ეჭვმიტანილი 14 წლის ბიჭია, რომელმაც, პოლიციის ცნობით, სკოლაზე თავდასხმამდე სახლში მოკლა ბებია და ბაბუა. ცეცხლსასროლი იარაღი სავარაუდოდ, ბაბუის იყო.

სკოლაში სროლის შემდეგ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მიყენებული ჭრილობების გამო კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მოტივი, რომელმაც ტრაგედია გამოიწვია, ჯერჯერობით უცნობია.