2026 წლის 8 აგვისტოს სომხეთში, ქალაქ ჰრაზდანში გაიხსნა AI ინფრასტრუქტურის ცენტრი, რომელიც, დამფუძნებლების განცხადებით, დსთ-ის რეგიონში ამ ტიპის ყველაზე დიდი ობიექტია.
ამერიკული გიგანტის, NVIDIA-ს განცხადებით, აღნიშნული AI-ქარხანა კომპანია Firebird-მა ააშენა NVIDIA-ს ტექნოლოგიებისა და Dell Technologies-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
ობიექტის გახსნის ცერემონიას 8 აგვისტოს დაესწრნენ:
- სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი;
- ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ჟასლან მადიევი;
- სომხეთში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული დევიდ ალენი.
Firebird-ის გეგმების მიხედვით, 2027 წლის ბოლომდე სომხეთში ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის სიმძლავრის 300 მეგავატამდე გაზრდა იგეგმება.
კომპანია Firebird-ის თანადამფუძნებლის, ალექსანდერ ესაიანის განცხადებით, Firebird-ის სამომავლო გლობალური გეგმა კი დაახლოებით 2 გიგავატი სიმძლავრის AI-ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.
კომპანიის ფოკუსში სომხეთთან ერთად ყაზახეთი და სხვა განვითარებადი ბაზრებიც შედის.
- 20226 წლის თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანში 3-დღიანი ტურნე გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა;
- ვენსმა და ფაშინიანმა ერევანში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის შესახებ, რაც სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს თანამედროვე ტექნოლოგიები აშშ-სგან: საწყის ეტაპზე - აშშ-დან 5 მილიარდ დოლარამდე მოცულობის ექსპორტი; ხოლო შემდეგ, გრძელვადიანად - კიდევ 4 მილიარდი დოლარის კონტრაქტები - ბირთვულ საწვავსა და ტექნიკურ მომსახურებაზე.
- ამავე ვიზიტის დროს გაირკვა, რომ სომხეთმა მიიღო თანხმობა NVIDIA-ის წარმოების მძლავრი ჩიპების მორიგი პარტიის შემოტანისთვის. ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ასეთი ჩიპები არ აქვს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას.