აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს უკრაინას გადასცეს M270-ის ტიპის 12 გამშვები დანადგარი, "ხმელეთი-ხმელეთის" კლასის ATACMS-ის ტიპის 70 რაკეტა, კასეტური საბრძოლო მასალები და ტყვია-წამალი - რაც ამჟამად თურქეთის განკარგულებაშია. შეიარაღების ამ პარტიის ღირებულება იქნება 28 მილიონი დოლარი. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტს აშშ-ის კონგრესმა შეატყობინა.
უწყების თანახმად, აშშ მზადაა ნება დართოს გადაცემას, "საბრძოლო, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით", ხოლო საკუთრივ მიწოდება უპასუხებს აშშ-ის მიზნებს უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევის თაობაზე. თურქეთი ამ ფორმით შეამცირებს მოძველებული იარაღის თავის მარაგს.
მანამდე, 8 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ყოველთვიურად მიიღებს აშშ-სგან რაკეტებს Patriot-ის სისტემებისთვის. თუმცა, ზელენსკის თქმით, მიწოდების მიუხედავად ეს რაკეტები უკრაინისთვის მაინც არ იქნება საკმარისი ბალისტიკური თავდასხმებისგან თავის დასაცავად.
ზელენსკი 1 აგვისტოს აცხადებდა, რომ უკრაინას ამოეწურა რაკეტები საჰაეროვ თავდაცვისთვის და სამხედროებს აღარ შეუძლიათ რუსეთის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება.