მოლდოვამ მოსკოვიდან კონსულტაციისთვის ელჩი გაიწვია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება 9 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, როცა მოლდოვის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. კიშინიოვმა პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა.
უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინა-მოლდოვის საზღვართან, შტეფან-ვოდის რაიონში ჩამოვარდა. დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტის რაიონში საბრძოლო დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
- 9 აგვისტოს რუსეთის ჯარები დრონებით და რაკეტებით უტევდნენ ოდესის ოლქს, რომელიც მოლდოვას ესაზღვრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები დრონების მარშრუტებად არ იყენებენ უკრაინასთან მოსაზღვრე ქვეყნების ტერიტორიებს.
ასევე ნახეთ
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დრონის გამო გამოიძახეს უკრაინის ელჩი- მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 2026 წლის ივლისის ბოლომდე მოლდოვის ტერიტორიაზე ნაპოვნია 28 რაკეტისა და დრონის ფრაგმენტები, მათ შორის რუსული „გერბერების“ და ირანული „შაჰედების“.
- ივლისის შუა რიცხვებში მოლდოვის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიშინიოვის ბრალდებას პროვოკაცია უწოდა.