წინასწარი მონაცემებით, ბულგარეთის ცენტრალურ ნაწილში, სოფელ ბელიცასთან მდებარე ქარხნის საბრძოლო მასალების საწყობში ხანძარი და აფეთქებები სატვირთო ავტომანქანაში გაჩენილი ხანძრიდან დაიწყო.
ინციდენტი 10 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში მოხდა. დღის ბოლოსთვის ხანძარი ლოკალიზებული იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლი არ არის.
ბულგარეთის მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან დემერჯიევმა არ გამორიცხა, რომ მიზეზი „შიდა ხასიათისაა". თავის მხრივ, კომპანია „ემკომ“ განაცხადა, რომ ადამიანური შეცდომა გამორიცხულია და ხაზი გაუსვა ბოლო 15 წლის განმავლობაში მომხდარ მსგავს შემთხვევებს, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ გამოუძიებელია.
- 2011 წლიდან ბულგარეთის სხვადასხვა რაიონში „ემკოს“ საწყობებში არაერთი აფეთქება მოხდა. გამოძიებამ რამდენიმე შემთხვევასთან რუსეთის კავშირი დაადგინა.
- 2015 წელს მოწამლეს „ემკოს“ მფლობელი ემილიან გებრევი. გამოძიების თანახმად, გებრევის მკვლელობის მცდელობასთან კავშირი ჰქონდა რუსეთის სამხედრო დაზვერვას. ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის სამ მოქალაქეს.
ასევე ნახეთ
ბულგარეთის პროკურატურა: სამხედრო საწყობში 2011 წელს მომხდარი აფეთქება რუსულ კვალს და საქართველოს უკავშირდებაწინა აფეთქებები
2011-2020 წლების პერიოდში კომპანია „ემკოს“ საბრძოლო მასალების საწყობებში აფეთქებები ოთხჯერ იყო.
ბულგარეთის პროკურატურამ, გამოძიების შედეგად, 2021 წლის აპრილში გამოაცხადა, რომ 2011 წელს საწყობში აფეთქება მოხდა საქართველოსთვის, დანარჩენ შემთხვევებში კი უკრაინისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდების შესაფერხებლად და აფეთქებებთან კავშირი ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეებს.
რუსეთმა ბულგარეთის ბრალდებები უარყო.
კომპანია „ემკოს“ საბრძოლო მასალების საწყობებში ხანძარი და აფეთქებები იყო 2022 და 2023 წლებშიც.