12 აგვისტოს, საღამოს საათებში გურიაში, გომისმთის გზაზე ავარია მოუვიდა მიკროავტობუსს, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა. არის მსხვერპლი.
"ტვ პირველის" ცნობით, მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას 22:40 საათისთვის დაუდასტურეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანის გარდაცვალება.
არიან დაშავებულებიც.
სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შსს-ში ადასტურებენ, რომ ავტომობილში მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. „ტვ პირველის“ ცნობით, ისინი ბელარუსები იყვნენ.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, - რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.