შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება“.
ევაკუაციის გამო „დარიალის“ გამშვები პუნქტიდან გაიყვანეს მოქალაქეები, დასაქმებული პოლიციელები, საბაჟო სამსახურის თანამშრომლები და კომპანიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, სოფელ გველეთთან ტრანსპორტის მიმოსვლა იყო შეჩერებული.
შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ „საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“.
განახლება - 18:52 საათზე შსს-ში განაცხადეს, რომ „დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“, „დარიალის“ გამშვებმა პუნქტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.