ჰორმუზის კრიზისმა გამოიწვია ნავთობის მარაგების შემცირება და ენერგიაზე ფასების გლობალური ზრდა, რადგან ამ ვიწრო სრუტეში მოძრაობა გაჩერდა, აშშ-სა და ირანს შორის თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე ომის ფონზე.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ჰორმუზს ამერიკა აკონტროლებს - მან 12 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანს სრუტეზე კონტროლი არ აქვს.
"ჩვენ ტოტალური კონტროლი გვაქვს. ის ჩვენია" - განაცხადა მან.
ტრამპის განცხადების საპირისპირო განაცხადით გამოვიდა ჰოსეინ ტაები - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის დანაყოფის ყოფილი უფროსი, რომელიც გასულ კვირაში ირანის პოლიტიკის ცენტრში დაბრუნდა, ბასიჯთა კორპუსის ხელმძღვანელის რანგში.
ასევე ნახეთ
„დიალოგს დააკვირდით“ და არა „სამხედრო დაპირისპირებას“ ირანში, აცხადებს აშშ-ის ყოფილი ელჩი"ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს და მართავს ირანის ისლამური რესპუბლიკა და ქვეყანა თავის გზას აგრძელებს აბსოლუტურ უსაფრთხოებაში" - განაცხადა მან 13 აგვისტოს, წმინდა ქალაქ ყომში რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრისას.
ირანმა დახურა ეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე არხი და მას იყენებს მთავარ ბერკეტად ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში, ომის დასრულებისთვის.
ტრამპი თავიდან აცხადებდა, რომ აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის მთავარი მიზანი იყო თეირანისგან მომდინარე ბირთვული საფრთხის აღკვეთა - თუმცა ბოლო კვირებში ის აქცენტს სვამს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ მოძრაობაზე. ომამდე ამ სრუტეზე მოდიოდა მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მიწოდების დაახლოებით 20 პროცენტი.