კურორტი ხორვატიის დალმაციის რეგიონის სანაპიროზე მდებარე ქალაქია, გარშემორტყმული ხეებითა და კლდოვანი ბორცვებით.
მთელს ევროკავშირში ტყის ხანძრების აქტიური კერები მომრავლდა.
Reuters-ის თანახმად, ასობით ადამიანი ევაკუირებული იქნა ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე ზღვისპირა კურორტიდან და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სოფლიდან. დიდი ბალახის ხანძარი ინგლისში სახლებს მოედო, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
სარეკორდოდ მაღალმა ტემპერატურამ - სიცხემ და გვალვამ, რომლებსაც მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ, ამ ზაფხულს ევროპის მასშტაბით ტყის ხანძრებისთვის იდეალური პირობები შექმნა, განსაკუთრებით საფრანგეთში, ესპანეთსა და საბერძნეთში. ბალკანეთის რეგიონმაც გადაიტანა სიცხის რამდენიმე ტალღა.
ჩრდილოეთ საბერძნეთში, სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 300-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული ნავით ქალაქიდან, რომელიც მდებარეობს ტყეების, ზეთისხილის კორომებისა და პლაჟების ულამაზეს ნახევარკუნძულზე, საბერძნეთის ქალაქ სალონიკის სამხრეთით.
140-ზე მეტი მეხანძრე, ცხრა თვითმფრინავი და შვიდი ვერტმფრენი იქნა ჩართული ცეცხლთან საბრძოლველად, ევაკუაციაში
მეთევზეების გემები მონაწილეობდნენ.
საფრანგეთში ხელისუფლებამ სოფელ ლულიონიდან 525 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც ტყის ხანძარი გაჩნდა სამხრეთ-დასავლეთ ლანდის რეგიონში, იმ ტერიტორიიდან არც ისე შორს, რომელიც ამ ზაფხულს უკვე გაანადგურა დიდმა ხანძრებმა.
ესპანეთის ხელისუფლებამ მონასტრიდან, რომელსაც ტყის ხანძარი ემუქრებოდა, გადაასვენა XI საუკუნეში არაგონის რეგიონის მმართველი სამი მეფის ნაშთები.
ევროკავშირის “კოპერნიკის კლიმატის ცვლილების” სამსახურმა 19 აგვისტომდე კვირის პროგნოზში გააფრთხილა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დიდ ტერიტორიაზე “უკიდურესი“ პირობების შესახებ, დამატებითი კერებით სამხრეთ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ჩრდილოეთ საფრანგეთსა და სამხრეთ შვედეთში.
Reuters Climate Monitor-ის მონაცემებით, 14 აგვისტოს დასავლეთ ევროპაში საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 31,2 გრადუსი 8 გრადუსით აღემატება 1961-1990 წლებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს, ხოლო მთლიანად ევროპაში ტემპერატურა აღემატებოდა 1961-1990 წლების საშუალო მაჩვენებელს.
ცხელი და მშრალი ზაფხული მძიმე დარტყმას აყენებს სოფლის მეურნეობასაც.