ტრამპი: ირანის საბოლოო დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის საბოლოოდ დამარცხების შემდეგ ჰორმუზის ​სრუტეს აშშ-ს ტერიტორიად გამოაცხადებს. ამის შესახებ მან 14 აგვისტოს განაცხადა.

„ბლოკადა ჩვენ ხელშია,“ - უთხრა ტრამპმა ნიუ-იორკში, ნასაუს ოლქში გამართულ მიტინგზე შეკრებილ მხარდამჭერებს: „არც ერთი გემი ვერ გაივლის, თუ ჩვენ ამის ნებას არ დავრთავთ.“

ასევე ნახეთ

ომის ფონზე ირანი მძიმე ეკონომიკური კოლაფსისკენ მიექანება

აზიაში მდებარე ჰორმუზის სრუტე მსოფლიო მნიშვნელობის მატარებელია. მისი გავლით საუდის არაბეთიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მიეწოდება. ახლა ის აშშ-ს კონტროლქვეშაა.

„როდესაც ირანს საბოლოოდ დავამარცხებთ, რომელიც ახლა ძალიან მძიმედ მარცხდება,​ მალევე გამოვაცხადებ, რომ ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ტერიტორიაა“, - თქვა ტრამპმა.

ასევე ნახეთ

ირანი და ტრამპი განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ იმაზე, თუ ვინ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ საპასუხოდ თქვა, რომ „ირანს მუქარის არ ეშინია“:

„ჰორმუზის სრუტის ხელში ჩაგდება არ შეიძლება ტვიტით, ავიამზიდით, აღმასრულებელი ბრძანებით ან საარჩევნო კამპანიის დროს გამოსვლით. ირანს არც მუქარის ეშინია და არც ძალის დემონსტრირება აშინებს“.

ასევე ნახეთ

ირანზე აშშ-ის ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების მუქარის ფონზე, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შენელდა

თითქმის ნახევარი წელი გავიდა აშშ-ირანის ომის დაწყებიდან. ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე იმავე დატვირთვით არ მუშაობს, რის გამოც მცირდება გლობალური ნავთობის მარაგი.

ირანი აცხადებს, რომ სრუტეს სრულად არ გახსნის მანამ, სანამ შეერთებული შტატები მის პირობებს არ შეასრულებს. ტრამპი კი ირწმუნება, რომ სრუტე აშშ-ს კონტროლის ქვეშაა.