„შაჰრამ სადეღი, რომელსაც სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის მხარდასაჭერად ოპერატიული მოქმედების განხორციელებისთვის, ამ დილით სიკვდილით დასაჯეს“, — ნათქვამია სასამართლო ხელისუფლების ვებგვერდ Mizan Online-ზე.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ეს პირი, 8 იანვარს, თეირანის დასავლეთით მდებარე ქალაქ ქარაჯში, საკუთარი ავტომობილით შეეტაკა რამდენიმე პოლიციელს, რის შედეგადაც შვიდი მათგანი დაშავდა.
საპროტესტო მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად, დეკემბრის ბოლოს, ფასების ზრდას მოჰყვა, სწრაფად გადაიზარდა ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო დემონსტრაციებში, რომლებმაც პიკს 8 და 9 იანვარს მიაღწია.
ასევე ნახეთ
ირანში სიკვდილით დასაჯეს იანვრის დემონსტრაციების კიდევ ორი მონაწილეირანის ხელისუფლებამ 3 000-ზე მეტი დაღუპულის შესახებ განაცხადა და ძალადობა აშშ-ის და ისრაელის მიერ ორგანიზებულ „ტერორისტულ აქტებს“ მიაწერა, ხოლო საზღვარგარეთ მოქმედი უფლებადამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ მომიტინგეებს უსაფრთხოების ძალებმა გაუხსნეს ცეცხლი.
ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ომის დაწყების შემდეგ.
სიკვდილით დასჯის შემთხვევების დიდი ნაწილი საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია Iran Human Rights (რომელსაც ნორვეგიაში უდევს ბინა) და ორგანიზაცია Together Against the Death Penalty - ECPM-ის (რომელსაც პარიზში აქვს შტაბ-ბინა) მონაცემებით, გასულ წელს ხელისუფლებამ სულ ცოტა, 1 639 ადამიანი დასაჯა სიკვდილით, რაც სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელია 1989 წლის შემდეგ.
Amnesty International-ის მონაცემებით, ირანი სიკვდილით დასჯის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ.