ზელენსკი: სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა ღრმა დარტყმების პრიორიტეტები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სექტემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული რუსეთზე ღრმა დარტყმების პრიორიტეტული სამიზნეები. ის ხაზს უსვამს პარტნიორების მიერ მომდევნო სანქციების მნიშვნელობასაც.

17 აგვისტოს ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილ მეთაურებს ჰქონდეთ მოქმედების მეტი შესაძლებლობები - გადაწყვეტილებები მიიღება კორპუსებისა და დაჯგუფებების დონეზე ", - უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკვე დაამტკიცა ახალი სამხედრო დანიშვნების პირველი წყება, როგორც შეთანხმებული იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისთან:

"ხუთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, კიდევ იქნება. ვაგრძელებთ ჩვენს შორი მანძილის ოპერაციებს. იყო პატაკი აგვისტოს პირველი ნახევრის შედეგებზე.

უკვე სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა ღრმა დარტყმების პრიორიტეტები. ევჰენი ხმარამ და მე განვიხილეთ დამატებითი დაფინანსება, დამატებითი საშუალებები და უკრაინისთვის საჭირო დამატებითი დარტყმები".

ასევე ნახეთ

ზელენსკი: უკრაინის საჰაერო თავდაცვა უნდა იყოს ყველა ლიდერის, თითოეული სახელმწიფოს დღის წესრიგის სათავეში

ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთზე "შორი მანძილის სანქციების" პარალელურად მნიშვნელოვანია როდის და რომელ სფეროებს ამოიღებენ სამიზნეში უკრაინის პარტნიორები შემდგომი სასანქციო პაკეტებით:

"კინეტიკური სანქციების - ჩვენი შორი მანძილის საქმიანობის გარდა, ვმუშაობთ ყველა სხვა სასანქციო მიმართულებაზე. დღეს კოორდინაცია გავიარეთ სადაზვერვო უწყებებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საგანგებო სამსახურებთან იმაზე როდის და რომელი პარტნიორებისგან ველოდებით ახალ სასანქციო პაკეტებს იმ მიმართულებებით, რომლებითაც შეიძლება რუსეთის აქტიური სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვა".

ასევე ნახეთ

ევროკავშირი რუსეთს უმზადებს ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სანქციებს - კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, შემოდგომაზე ბრიუსელი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ფართო სანქციებს დააწესებს.