35 წლის ჰამადე, - რომელიც არიზონის ერთ-ერთ ოლქს წარმოადგენს კონგრესის ქვედა პალატაში, - 2026 წლის ივნისში ბაქოშიც იმყოფებოდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
ძირითადი სასაუბრო თემა ორივე შემთხვევაში TRIPP-ი („ტრამპის მარშრუტი“) და სამშვიდობო პროცესი იყო.
ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის თანახმად, პრემიერმა კონგრესმენთან შეხვედრისას თქვა, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის მუდმივ განვითარებას.
ასევე ნახეთ
ზელენსკი-ფაშინიანის სატელეფონო საუბრიდან 2 დღეში სომხეთის საგარეო მინისტრის მოადგილე კიევს ეწვია„ის დარწმუნებულია, რომ ორმხრივი კავშირები გააგრძელებს გაფართოებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
„ამერიკელმა კონგრესმენმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის პირად როლსა და თანმიმდევრულობას ამ მიმართულებით“, - ამბობენ სომხეთის მთავრობაში.
კონგრესმენი ჰამადე ერევანში ვიზიტისას შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსაც.
ასევე ნახეთ
სამხრეთი კავკასია დღეს უფრო უსაფრთხოა, რადგან ტრამპმა, ალიევმა და ფაშინიანმა რიტორიკას შედეგები ამჯობინეს - უიტკოფი- 2026 წლის 8 აგვისტოს - 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გამართული სამშვიდობო სამიტის ერთი წლისთავის აღსანიშნავად - აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს;
- ისინი წერენ: „ღრმა სიამაყეს იწვევს, რასაც ჩვენმა ქვეყნებმა ერთად მიაღწიეს და აშკარაა უდიდესი პრინციპულობა - დააშენონ იმ ფუნდამენტს, რომელმაც წერტილი დაუსვა ათწლეულების კონფლიქტს და სამხრეთი კავკასია უფრო აყვავებული მომავლისკენ გზაზე დააყენა“;
- 2026 წლის 5 აგვისტოს კი სტივ უიტკოფის უფროს მრჩეველს, არიე ლაიტსტოუნს, - TRIPP+ ფონდის ხელმძღვანელ კონსტანტინ სოკოლოვთან ერთად, - ერევანში უმასპინძლა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.