სამაგისტრო საფეხურზე სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯამში 3410 სტუდენტს მიიღებენ.
მიმდინარე წლის 1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სუსის სასწავლო ცენტრი „რეფორმის ფარგლებში“ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა.
ასევე ნახეთ
სუსის სასწავლო ცენტრი აკადემიად გადაკეთდაამ სტატუსის მიღების შემდეგ სასწავლებელს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის განხორციელება შეუძლია. გუშინ, 17 აგვისტოს კი „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო.
სუსის სასწავლო ცენტრი მსურველებს სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსს სთავაზობდა. ასევე ახორციელებდა პროექტს „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა“. როგორც სასწავლო ცენტრის ფეისბუკის გვერდი იტყობინებოდა, პროექტის მიზანი იყო „მსმენელებისთვის პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ“.