„თუ ჩვენ ვიყენებთ მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას, ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლება არ გახდება საჭირო. თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ჯერჯერობით ასეა“, - განუცხადა მან CNBC-ს.
ტრამპმა 19 აგვისტოს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანს მან მისცა შეთანხმების მიღწევის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც არ გამოიყენა, ამიტომ „იქნება ეკონომიკური ომი და იზოლაცია უპრეცედენტო მასშტაბის“. აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
19 აგვისტოს, სანამ ირანს ეკონომიკურ ომს გამოუცხადებდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკება შესაძლოა, რაღაც მომენტში გაგრძელდეს. მან გაიმეორა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
ირანის წინააღმდეგ წლების განმავალობაში მოქმედებს ეკონომიკური სანქციები მისი რეჟიმის დასუსტების მიზნით. მათი მოხსნა თუ შერბილება იყო დასავლეთის ქვეყნებთან ყველა შეთანხმების თემა, ირანისთვის მისი კუთვნილი აქტივების დაბრუნებასთან ერთად.
მანამდე, ჯერ კიდევ იანვარში, აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ცხრა ტანკერს და მათთან დაკავშირებულ რვა კომპანიას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვები შემოიღეს ირანში საპროტესტო დემონსტრაციების მიმართ გატარებული სასტიკი რეპრესიების გამო.
თებერვლის ბოლოს დაიწყო აშშ-ის და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ.