რუსეთი ითხოვს არჩევნების დღეს აიკრძალოს აქციები მის საელჩოებთან

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18-20 სექტემბერსაა დანიშნული.

რუსეთმა ყველა ქვეყანაში დიპლომატიურ უწყებებში გაგზავნა ნოტა, რომლითაც ითხოვს რუსეთის საელჩოებთან აიკრძალოს მიტინგების ჩატარება სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დღეს.

ეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მაქსიმ რაიდერმა უთხრა ინტერვიუში სააგენტო "რია ნოვოსტის".

რაიდერის თქმით, მოსკოვი ითხოვს "ადეკვატური ზომების გატარებას საარჩევნო უბნების დასაცავად". იგი დასძენს, რომ არჩევნების პერიოდში უცხოეთში რუსეთის წარმომადგენლობებში გაძლიერდება დაცვა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18-20 სექტემბერსაა დანიშნული.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კენჭისყრა ჩატარდება 300-ზე მეტ ოლქში, 152 სახელმწიფოში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ მანამდე რადიოსადგურ "კომსომოლსკაია პრავდას" უთხრა, რომ რუსებს, რომლებიც "წავიდნენ" და "ქვეყანას უღალატეს", საარჩევნო უფლება უნდა ჩამოერთვას. მან არ გამორიცხა არჩევნების პერიოდში რუსეთის საელჩოებთან "პიკეტების და პროვოკაციების" მოწყობის ალბათობა, "რუსეთიდან გაქცეული საზოგადოების" მხრიდან.

ასევე ნახეთ

რუსეთში პარტია „იაბლოკო“ საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღეს