„მესმის, რომ ამჟამად საზოგადოებაში ბევრი პრობლემა გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად აღვკვეთოთ ეს პრობლემები“, - განაცხადა ფეზეშქიანმა თავის გამოსვლაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა 23 აგვისტოს.
მისი კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ ახლახან გამოცხადებული სანქციების კამპანიით ირანის რეჟიმის „კოლაფსს“ გამოიწვევდა, ომის დაწყებიდან თითქმის ექვსი თვის თავზე.
საპასუხოდ, ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წყალობით, ირანი „სრულმასშტაბიან ომში იმყოფება ეკონომიკურად, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.”
„ის ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ ყველაზე გამანადგურებელ და საშინელ სანქციებს აწესებს“, - განაცხადა ფეზეშქიანმა.
ასევე ნახეთ
ტრამპმა ირანს ეკონომიკური ომი გამოუცხადა, სხვა ქვეყნები კი ირანის დახმარების შედეგებზე გააფრთხილაბოლო წლებში ირანის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის რამდენიმე ტალღა გაიმართა, რაც ხშირად გამოწვეული იყო ეკონომიკური სირთულეებით, მათ შორის ინფლაციითა და ვალუტის კურსის მერყეობით, რამაც მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის დაცემა გამოიწვია.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ცხოვრების ფასების ზრდით გამოწვეული საპროტესტო მოძრაობა მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.
ხელისუფლების ცნობით, არეულობის დროს 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თეირანმა ძალადობის ორგანიზებაში შეერთებული შტატები და ისრაელი დაადანაშაულა.
უცხოეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით კი, ხელისუფლების რეპრესიებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე ნახეთ
ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი - მას ბრალად ედებოდა მანქანით საპროტესტო აქციებისას პოლიციელების დაშავება„ჩვენ მთელი გულით ვცდილობთ დავძლიოთ ინფლაცია, საარსებო პრობლემები, უმუშევრობა და უზრუნველვყოთ ხალხის მომავალი, რათა მათ ღირსეულად და ამაყად იცხოვრონ“, - განაცხადა ფეზეშქიანმა კვირას.
ტრამპმა 19 აგვისტოს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-დაწერა, რომ ირანს მან მისცა შეთანხმების მიღწევის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც არ გამოიყენა, ამიტომ „იქნება ეკონომიკური ომი და უპრეცედენტო მასშტაბის იზოლაცია“.
ასევე ნახეთ
ირანში ექსპორტი 762,7%-ით გაიზარდა - ავტომობილების ხარჯზე19 აგვისტოს, სანამ ირანს ეკონომიკურ ომს გამოუცხადებდა, პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკება შესაძლოა, რაღაც მომენტში გაგრძელდეს. მან გაიმეორა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
ირანის საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ცნობით, უზენაესი ლიდერის მრჩეველმა მოჰამად მოხბერმა განაცხადა, რომ ირანი დიალოგისთვის ისევ მზად არის, სამხედრო ზეწოლა და სანქციები კი ირანის სიმტკიცეს ვერ გასტეხს.
ირანის წინააღმდეგ ათწლეულებია მოქმედებს აშშ-ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები.