ყაზახეთის პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, მანდატების უმრავლესობა მიიღო პარტიამ „ადილეტი“, რომელიც თავს უწოდებს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის პოლიტიკური კურსის საყრდენს.
23 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პარტიამ ხმების 71%-ზე მეტი მიიღო.
ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 24 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ: „აუილი“(6,26%), „აკ ჟოლი“(5,21%), სოციალ-დემოკრტიული პარტია(5,11%) და Respublica (5,56%).
არჩევნებში სულ შვიდი პარტია მონაწილეობდა. არცერთი მათგანი არ არის კრიტიკული პრეზიდენტ ტოყაევის პოლიტიკის მიმართ.
ამომრჩეველთა აქტივობა 74,08% იყო.
ასევე ნახეთ
როგორ გაბედა ტოყაევმა? რას ნიშნავს პუტინის მოკავშირეების ტონის ცვლილებაოფიციალური შედეგების მიხედვით დიდი უპირატესობით პირველ ადგილზე გასული „ადილეტი“ 2026 წლის მაისში დაფუძნდა, საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ივნისში დარეგისტრირდა. ამ პარტიამ პრაქტიკულად ჩაანაცვლა ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ 1999 წელს შექმნილი პარტია „ამანატი“(ნურ-ოტანი).
„ადილეტის“ თავმჯდომარეა პრეზიდენტ ტოყაევის ადმინისტაციის ყოფილი უფროსი აიბეკ დადებაი. პარტიის წევრებს შორის არიან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები და პრეზიდენტ ტოყაევის ნათესავები.
23 აგვისტოს ყაზახეთში პირველად აირჩიეს ერთპალატიანი პარლამენტი. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა 2026 წლის პირველი ივლისიდან. მანამდე ყაზახეთის პარლამენტი ორპალატიანი იყო და მეჯლისისა და სენატისგან შედგებოდა.