„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს ულოცავს ქვეყანაში ჩატარებულ პირველ ერთპალატიან არჩევნებში გამარჯვებას.
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ „დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობასა და წინსვლას და ასევე მისი ხალხის კეთილდღეობას“.
- 23 აგვისტოს ყაზახეთში პირველად აირჩიეს ერთპალატიანი პარლამენტი. მანამდე ყაზახეთის პარლამენტი ორპალატიანი იყო და მეჯლისისა და სენატისგან შედგებოდა;
- შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა 2026 წლის პირველი ივლისიდან;
- წინასწარი შედეგებით, მანდატების უმრავლესობა მიიღო პარტიამ „ადილეტი“, რომელიც თავს უწოდებს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის პოლიტიკური კურსის საყრდენს;
- წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პარტიამ ხმების 71%-ზე მეტი მიიღო. 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ: „აუილი“(6,26%), „აკ ჟოლი“(5,21%), სოციალ-დემოკრტიული პარტია(5,11%) და Respublica (5,56%).