ეს კობახიძისა და დიაზის პირველი შეხვედრაა.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენისთვის, რომელიც ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება“, - ამბობს კობახიძე.
ასევე ნახეთ
"სუფთა ფურცლიდან" თუ კონკრეტული პირობებით? - როგორ გაიგეს საქართველოში აშშ-ის დელეგაციის გზავნილებიემი დიაზი დროებითი რწმუნებულის თანამდებობას 2026 წლის ივლისიდან იკავებს. მას მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს - სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა 2002 წლიდან დაიწყო.
აშშ-ის ბოლო ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, პენსიაში გასვლის გამო თანამდებობის დატოვების შესახებ გასული წლის ივნისში განაცხადა.
მასალა არქივიდან
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებსმასალა არქივიდან
„ეს იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული წერილი“ - აშშ-ის ელჩი „ოცნების“ ტრამპისადმი არასაჯარო წერილზეგასული ორი წლისგან განსხვავებით, წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აშშ-ის საელჩოში გამართულ, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. სწორედ მაშინ შეხვდა კობახიძე ელჩის მოვალეობის იმდროინდელ შემსრულებელს, ალან პერსელს.
მასალა არქივიდან
აშშ-ს საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისათვის მიძღვნილი ღონისძიება იმართება- აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 30 ნოემბრიდან შეჩერებულია. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“, მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.
- საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში, საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოშიც.