„სკოლა ბუნებისადმი ინტერესის გაჩენის ნაცვლად, აჩვევს აზრს, რომ ის მოსაწყენია“ - დავით თარხნიშვილი

Your browser doesn’t support HTML5

2026 წლის ეროვნულ გამოცდებში მინიმალური ზღვრის გადალახვა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საბუნებისმეტყველო საგნებში - ფიზიკასა და ბიოლოგიაში აბიტურიენტების 31%-მა, ქიმიაში 26%-მა და გეოგრაფიაში 23%-მა ვერ შეძლო მინიმალური ქულის მიღება.

განათლების სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს სისტემის ბრალია, აბიტურიენტები ტესტების სირთულეზე წუხან, თუმცა ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ წლევანდელი შედეგები დიდად არ განსხვავდება ბოლო წლების მოცემულობისგან, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ მოსწავლეებს ამ საგნების სწავლა განსაკუთრებით უჭირთ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, ბიოლოგ დავით თარხნიშვილთან ერთად “გამოკითხვაში” ვცდილობთ გავიგოთ, რატომ და როგორ ზრდის სკოლა ისეთ მოქალაქეს, რომელმაც ბევრი არაფერი იცის იმ გარემოს შესახებ, რომელშიც უნდა იცხოვროს და არც იმ წესების შესახებ, რაც ამ გარემოში მოქმედებს.