უკრაინულმა დრონებმა ორენბურგსა და უფაში Ozon-ის საწყობებს დაარტყეს

Ozon-ის საცალო მაღაზიის აბრა მოსკოვში

27 აგვისტოს ღამეს, უკრაინული დრონები თავს დაესხნენ კომპანია Ozon-ის საწყობებს რუსეთის ქალაქებში ორენბურგსა და უფაში. კომპანიის ცნობით, თანამშრომლები ევაკუირებული იყვნენ; წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

იტყობინებიან, რომ ორენბურგში ობიექტმა მუშაობა განაახლა, ხოლო უფაში არსებული საწყობი დაზიანდა და დროებით დაკეტილია.

უკრაინული Telegram-ის არხების თანახმად ხანძარი გაჩნდა ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში არსებული Ozon-ის საწყობშიც, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

2026 წლის აგვისტოს ბოლო დეკადაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა OZON-ის უმსხვილეს ჰაბებზე მიიტანეს იერიში. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ Wildberries-ის საწყობებზე განხორციელებული იერიშების შემდეგ რუსეთის სიდიდით მეორე მარკეტპლეისის „რიგიც“ დადგა. სამი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა კომპანიის საწყობების მთლიანი ფართობის 6%-ზე მეტი - 233 ათასი კვადრატული მეტრი გამოიყვანეს მწყობრიდან.

აგვისტოს მონაცემებით, Wildberries-მა თავისი საწყობების საერთო ფართობის დაახლოებით 31% დაკარგა, რაც ჯამში 1,72 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს. უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ კომპანიას, შესაძლოა, სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართვა დასჭირდეს: თავდასხმებით მიყენებული ზარალი 878 მილიარდ რუბლად ფასდება, რაც აპრილში რუსეთის ბიუჯეტის მიერ ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს (855,6 მილიარდ რუბლი) უტოლდება.


ასევე ნახეთ

ნაციონალიზაციიდან „სახალხო პრივატიზაციამდე“ - როგორ აპირებს კრემლი ხალხის 60 ტრილიონი რუბლის გამოყენებას?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით 267 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით 27 აგვისტოს ღამეს, რუსეთის ძალებმა უკრაინას რამდენიმე რაკეტით და 258 თავდასხმითი დრონით შეუტიეს. ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.

უწყების ცნობით, თავდასხმის ძირითადი არეალები იყო ოდესის, კიევის, დნეპრის, პოლტავის და ზაპოროჟიეს ოლქები.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა 15 ადგილას. 11 ადგილას, რომ დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა.

ამასთან, მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 აგვისტოს ღამეს, უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი საჰაერო თავდასხმისას მოლდოვას საჰაერო სივრცეში ხუთი დრონი შეიჭრა.

მოლდოვის საჰაერო სივრცეში უნებართვო გადაფრენები უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს მოჰყვა. ეროვნული ხელისუფლება, პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს“, - ნათქვამია მოლდოვის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ბულგარეთის პლაჟებზე დრონების ნამსხვრევები აღმოაჩინეს

ასევე ნახეთ

რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ, რუსული წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს