ტრამპის ბრძანებულებით, ონტარიოს ტბას “ამერიკის ტბა” დაერქვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ონტარიოს ტბისთვის სახელის გადარქმევის განკარგულების ხელის მოწერის შემდეგ. დოკუმენტით, ტბას „ამერიკის ტბა“ დაერქმევა. თეთრის სახლის ოვალური ოფისი. ვაშინგტონი. 2006 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადასთან გამწვავებული დავა კიდევ უფრო გააღრმავა და 27 აგვისტოს განკარგულებას მოაწერა ხელი, რომ ონტარიოს ტბას, რომელიც ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს, „ამერიკის ტბა“ დაერქმევა.

აღმასრულებელ განკარგულებაზე ხელის მოწერით მან კიდევ უფრო გამოიწვია კანადა - ჩრდილოეთ ამერიკელი მეზობლების სავაჭრო ომის გაღრმავების ფონზე.
„ონტარიოს ტბას სახელს დაუყოვნებლივ ვუცვლით და მას „ამერიკის ტბა“ ერქმევა, – განუცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს.


ტრამპის მაგიდის უკან აშშ-კანადის საზღვრის ორი რუკა ეკიდა– ერთზე, ტბის თავზე წითლად ეწერა „ამერიკის ტბა“, ხოლო მეორეს სათაურად ჰქონდა: „დიდი ტბები კიდევ უფრო დიდი იქნება“.

შეკითხვაზე, თუ რატომ ამოიღო მიზანში მოკავშირე აშშ-ის მოწინააღმდეგეების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა: – “კანადელი ოფიციალური პირები ძალიან ცუდად გვექცეოდნენ. ისინი უსიამოვნო ხალხია”.

კანადას დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია კომენტარი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ონტარიოს ტბის – ფართობის მიხედვით ხუთ დიდ ტბას შორის ყველაზე მცირის, რომელიც კანადის ონტარიოს პროვინციასა და ნიუ-იორკის შტატს ესაზღვრება – სახელწოდების შეცვლას დათანხმდეს.

აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გასულ კვირას ბოლო მომენტში ჩაიშალა, ხოლო ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ძალაში შაბათს შევიდა.

საპასუხოდ, კანადამ სამშაბათს სარკისებური ტარიფები დააწესა, რაზეც კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა: – როდესაც თავს გესხმიან, ომში იმყოფები. ჩვენ თავს დაგვესხნენ.


სახელწოდების ეს ცვლილება ტრამპის მიერ 2025 წლის იანვარის აქტის მსგავსი ქმედებაა, როცა მან თანამდებობაზე დაბრუნების პირველივე დღეს, მექსიკის ყურისთვის ცალმხრივად „ამერიკის ყურის“ დარქმევას გადაწყვიტა.

ამ ცვლილებამ აშშ-ის ფედერალური მთავრობა დაავალდებულა ყურე ახალი დასახელებით მოეხსენიებინა, თუმცა მექსიკამ უარყო მისი გადარქმევის ნებისმიერი მცდელობა და მას საერთაშორისო აღიარებაც არ აქვს.

ასევე ნახეთ

აშშ-ში მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვეს


თუმცა ონტარიოს ტბა კანადის პროვინციის დასახელებას ატარებს, თავად ეს სახელი ადგილობრივი ჰურონების ენის სიტყვიდან „Ontari'io“ მომდინარეობს, რაც „დიდ ტბას“ ან „ლამაზ წყალს“ ნიშნავს, – იუწყება დიდი ტბების ეროვნული მუზეუმი.
კანადის უდიდესი ქალაქი ტორონტო მის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ტრამპმა მთელი რიგი მოკავშირეების გაღიზიანება გამოიწვია თავისი ექსცენტრიკული ტერიტორიული პრეტენზიებით, მათ შორის იმ განცხადებითაც, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.
ტრამპმა ადრე ასევე წამოაყენა პრეტენზია გრენლანდიაზე – ნატოს მოკავშირე დანიის ავტონომიურ ტერიტორიაზე – და ისაუბრა ვენესუელის შტატად ქცევაზე, მისი ლიდერის, ნიკოლას მადუროს, აშშ-ის მიერ შეპყრობის შემდეგ.

ბოლო დღეებში მან ასევე განაცხადა, რომ ირანსა და ომანს შორის
მდებარე ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ თეირანთან ომი არ დასრულებულა.

ასევე ნახეთ

სახელის შესახებ - რატომ გააერთიანა ტრამპის შესაძლო გეგმამ ირანელები?