შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
- მუხლი 236: ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება;
- მუხლი 151: მუქარა.
საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ერთი დღით ადრე თამაზ ელიზბარაშვილვილმა ფეისბუკგვერდზე დაწერა: „ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან „სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“.
იმ ადგილიდან, სადაც პოლიციაა მობილიზებული, თამაზ ელიზბარაშვილის ფეისბუკგვერდზე პირდაპირი ეთერია - ქალი, რომელის ხმაც ისმის, მისი ცოლია. ის ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწორედ რესტორან „სხვაში“ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
ცოლის მონაყოლის მიხედვით, ორი დღით ადრე, 30 აგვისტოს, რესტორანში ყოფნის დროს, როცა თამაზ ელიზბარაშვილი ხელის დასაბანად გავიდა, „8 კაცი დახვდა“ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ რუსების გინების გამო. ამ კომუნიკაციაში გაირკვა, რომ ისინი სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები იყვნენ.
„ეკაჩავებოდნენ“... უთხრა, რომ ახლა ცოლს ავიყვან [სახლში] და 25 წუთში დავბრუნდები და მერე გავარჩიოთ საქმეო. რომ ჩავიდა, იქ არავინ დახვდა. მუქარაზე უჩივლიათ, თურმე“.