ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის თქმით, რუსეთის არმიამ ოდესა 4 სექტემბერს დილით დაბომბა.
„სამწუხაროდ, დღეს დილით მტრის თავდასხმის შედეგად დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია“, - დაწერა მან თავის Telegram-არხზე.
მანამდე ლისაკმა სამი დაჭრილის შესახებ განაცხადა, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას უწევენ. ოდესის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი შენობები და მანქანები დაზიანდა.
კიროვოგრადის ოლქის გუბერნატორი ანდრეი რაიკოვიჩი კროპივნიცკისზე დრონით დარტყმის შედეგებზე იტყობინება. მისი მონაცემებით, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობის სახურავი.
„დაშავებულია ერთი პირი - მას საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია. დაფიქსირდა ასევე ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე დარტყმა. იქაც სახურავს მოეკიდა ცეცხლი“, - განაცხადა ოლქის გუბერნატორმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს კიევის მახლობლად კოკა-კოლის ქარხანაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. მისი სიტყვებით, "ეს კიდევ ერთი განზრახ თავდასხმაა ამერიკულ ბიზნესინტერესებზე და რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია". სიბიჰას სიტყვებით, ეს "მიზნად ისახავს აშშ-ის ეკონომიკის დაზიანებას და ამერიკული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებიდან განდევნას“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ კანონის ძალით სანქციების დაწესებისკენ. „მხოლოდ ძალა მიუჩენს მოსკოვს თავის ადგილს", - წერს სიბიჰა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა დრონებმა ხუთშაბათს, 3 სექტემბერს, კიევის მახლობლად "კოკა-კოლის" ახალი ქარხანა დააზიანეს.
რუსეთის სამხედრო ძალები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინის ყველა რეგიონში სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით - თავდასხმას უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით, მძიმე არტილერიის სისტემებითა და მრავლობითი გამშვები სარაკეტო სისტემებით.
ასევე ნახეთ
ოდესაში მრავალსართულიანი კორპუსის დაბომბვის შემდეგ არიან დაშავებულებიუკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს ომის დანაშაულებად აფასებენ. მოსკოვი კი უარყოფს, რომ რუსეთის არმია უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს განზრახ ესხმის თავს.
რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ რუსული არმია, სრულმასშტაბიანი ომის დროს, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს.