ირლანდიიდან საქართველოში 43 მოქალაქე გამოაძევეს. მათ შორის 33 კაცი, შვიდი ქალი და ერთი ოჯახი იყო, რომელსაც სამი ბავშვი ჰყავდა.
ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტროს ცნობით, დეპორტირებულთაგან ოთხი ირლანდიაში სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო გასამართლებული.
ჩარტერული რეისი დუბლინიდან 20 სექტემბერს შესრულდა. თვითმფრინავის დაქირავება ირლანდიის ხელისუფლებას 225 575 ევრო დაუჯდა, დღგ-ის გარეშე.
Flightradar-ის მონაცემებით, რეისი თბილისში 20 სექტემბერს, 21:37 საათზე ჩამოფრინდა.
ასევე ნახეთ
უზენაესმა დასაშვებად ცნო მიხაილ ტიმოფეევის ექსტრადიცია რუსეთში - ადვოკატიირლანდიის იუსტიციის მინისტრმა ჯიმ ო’კალაჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობს და „ირლანდიის საზოგადოებაში დადებითი წვლილი შეაქვს“.