მოსკოვმა მათ რუსეთის მოქალაქეობა 2024 წელს ჩამოართვა და ქვეყანაში შესვლა 2049 წლის 18 მარტამდე აუკრძალა. მათთვის გადაცემულ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ აკრძალვის მოქმედების პერიოდში რუსეთის საზღვრის გადაკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, საზღვრის უკანონო გადაკვეთად შეფასდებოდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დადგენილებაში მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებები სახელდებოდა. საუბარი იყო „რუსეთის საზღვართან დაძაბულობის გამწვავებისკენ მიმართულ მოქმედებებზე“.
მულდაროვი, სანაკოევი და მედოევი საქართველოსთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ახალი რუკის მიხედვით დადგენას უჭერდნენ მხარს, რაც თბილისის მიმართ დამატებითი „ტერიტორიული პრეტენზიების“ საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. მულდაროვი ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიასაც ხელმძღვანელობდა.
არქივიდან
მოსკოვისა და თბილისის გარიგების მოგონილი შიში და ცხინვალში გაჭედილი დეპუტატების ამბავიდავით სანაკოევი წარსულში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მის მიმართ დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა.
ასევე ნახეთ
სანაკოევი, ვისზეც ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული, ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოარუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ სამივე პოლიტიკოსს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდა.
ცოტა ხნის წინ მათთვის რუსეთის მოქალაქეობის აღდგენის ინიციატივით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გამოვიდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას მან ეს საკითხი გააჟღერა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს მიმართა. კირიენკო კრემლში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებებს კურირებს.
ასევე ნახეთ
რუსული პასპორტი როგორც ზეწოლის იარაღი: მოსკოვის პასუხი აფხაზეთის შიდა დისკუსიაზერუსეთმა მსგავსი შეზღუდვები, მოქალაქეობის ჩამორთმევა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოს კან კვარჩიასაც დაუწესა.