„რია ნოვოსტის“ ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლე მაქსიმ ვედერნიკოვმა გამოაცხადა. აკრძალვა შეეხება ყველა იმ საქმიანობას, რომლისთვისაც კომპანიის ფილიალი რუსეთშია რეგისტრირებული.
სასამართლომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიამ ყოველ დაგვიანებულ დღეზე 1 000 რუბლი უნდა გადაიხადოს. The Coca-Cola Company დღეში 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვდა.
ამერიკული კომპანიის წარმომადგენელმა სასამართლოში განაცხადა, რომ ცხინვალში რეგისტრირებულ კომპანიას რუსეთში ფილიალი აქვს. რუსეთის საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ფილიალი 2024 წელს იყო აკრედიტებული.
ასევე ნახეთ
პუტინისთვის, მისი მეგობრებისთვის და ომისთვის. რატომ სჭირდება რუსეთს ცხინვალი?მოსარჩელე მხარის ცნობით, რუსულ ბაზარზე ასევე აღმოაჩინეს ყალბი Coca-Cola, რომლის ეტიკეტზეც დამამზადებლად ნოვოსიბირსკის კომპანია „ПКВ“, ხოლო მწარმოებლად ცხინვალში რეგისტრირებული „Кока-Кола Компании“ იყო მითითებული.
The Coca-Cola Company-ის იურისტის განცხადებით, კომპანია, რომელსაც Coca-Cola-ს საყოველთაოდ ცნობილი სავაჭრო ნიშანი ეკუთვნის, ვერ დაუშვებს რუსეთში იმ კომპანიის ფილიალის საქმიანობას, რომელსაც მისი სახელწოდების იდენტური სახელი აქვს. მოპასუხე მხარეს სასამართლო სხდომებზე წარმომადგენელი არ გაუგზავნია.
The Coca-Cola Company-ის სარჩელის შესახებ 2025 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. მანამდე, მარტში, რუსული გაზეთი „კომერსანტი“ წერდა, რომ საცალო ქსელებმა მიიღეს შეთავაზებები Coca-Cola-ს ბრენდის ქვეშ სასმელების მიწოდებაზე, რომლებსაც ცხინვალში რეგისტრირებული კომპანია რუსულ „ПКВ“-სთან პარტნიორობით აწარმოებდა. გამოცემის ცნობით, პროდუქციის ეტიკეტი ორიგინალის თითქმის იდენტური იყო.
მაშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტში განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია მსგავსი პროდუქციის რუსეთში მიწოდების შესახებ. უწყებაში ასევე თქვეს, რომ შესაბამის კომპანიას საქონლის საექსპორტო დეკლარაცია წარდგენილი არ ჰქონდა.
საარბიტრაჟო სასამართლოს ვებსაიტზე მოპასუხის მისამართად მითითებული იყო „100001, რუსეთი, ცხინვალი, გორკის ჩიხი, ნომერი 6“. 2010 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს „საერთაშორისო“ საფოსტო ინდექსი 100001 მიენიჭა.
ასევე ნახეთ
ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდა ცხინვალში დაარსებული ბანკი- „როსპატენტის“ ცნობით, Coca-Cola-ს სავაჭრო ნიშანი, რომელიც The Coca-Cola Company-ს ეკუთვნის, რუსეთში 1996 წლიდანაა აღიარებული უალკოჰოლო სასმელების საყოველთაოდ ცნობილ სავაჭრო ნიშნად. ჩვეულებრივი სავაჭრო ნიშნისგან განსხვავებით, საყოველთაოდ ცნობილ სავაჭრო ნიშანს მოქმედების ვადა განსაზღვრული არ აქვს, ის არ საჭიროებს ყოველ ათ წელიწადში განახლებას და გამოუყენებლობის შემთხვევაშიც არ კარგავს ძალას.
- The Coca-Cola Company 1892 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი ატლანტაში, ჯორჯიის შტატში მდებარეობს. 2022 წლის მარტში კომპანიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარზე „კოკა-კოლის“, „სპრაიტისა“ და „ფანტის“ ბრენდების ქვეშ გაზიანი სასმელების წარმოება და გაყიდვა შეწყდებოდა. ივლისის ბოლოს „კოკა-კოლის“ რუსულმა განყოფილებამ, ООО Кока-Кола ЭйчБиСи Евразия-მ, სახელი შეიცვალა, შპს Мултон Партнерс-ი გახდა და Coca-Cola-ს ანალოგის, Добрый Cola-ს, წარმოება დაიწყო.