გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ე.წ. მეორადი ჩარიცხვების შედეგები, რომლის მიხედვითაც, მსურველთა 27% მაინც ვერ გახდა სტუდენტი - ვერც უმაღლეს სასწავლებელში და ვერც კოლეჯში.
მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4010 აბიტურიენტს, მათგან 1715 დარეგისტრირდა:
- ჩააბარა - 1242-მა (73%) აბიტურიენტმა;
- ვერ ჩააბარა - 473-მა (27%).
მეორად ეტაპზე:
- ჩარიცხული აბიტურიენტების უმრავლესობა, 812 აბიტურიენტი (312 სახელმწიფო სასწავლებლებში) უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა;
- პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბარა - 408-მა.
მეორადი ჩარიცხვით:
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიულ ცოდნას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით მიიღებს სტუდენტი, რომელსაც ქართული ენის გამოცდაში 60-დან 3 ქულა აქვს მიღებული. სწავლება ქართულ ენაზე იქნება;
- სახელმწიფოს დაარსებულ კოლეჯში, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ „კომპიუტერულ ქსელებსა და სისტემებს“ უფასოდ შეისწავლის აბიტურიენტი, რომელსაც ქართულის გამოცდაში 2 ქულა აქვს მიღებული;
- საავიაციო უნივერსიტეტში საჰაერო ხომალდების ოპერატიული ტექნიკური მომსახურების მიმართულებით პროფესიულ განათლებას მიიღებს სტუდენტი, რომელსაც ქართულში 2 ქულა აქვს მიღებული.
ყველაზე მეტი სტუდენტი მიიღეს:
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - 110 აბიტურიენტი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ქუთაისი და ფოთი) - 103;
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა - 90;
- საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა - 65;
- საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტმა - 61.
საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი აჭარაში, შუახევის რაიონში, სოფელ ხიჭაურში მდებარეობს.
ამ უნივერსიტეტში:
- ბიზნესის ადმინისტრირებას ისწავლის სტუდენტი, რომელსაც მათემატიკის გამოცდაში 12 ქულა (მაქსიმალური ქულა იყო 51) აქვს მიღებული;
- ისტორიას ისწავლიან ის სტუდენტები, რომლებსაც ამ საგნის გამოცდაში 14-15 ქულა (მაქსიმალური ქულა იყო 60) აქვთ მიღებული;
- ქართულ ენაში მიღებული 14 ქულით (მაქსიმალური ქულა იყო 60) სტუდენტები გახდნენ სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.
ასევე ნახეთ
ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტი - როგორ აღმოაჩინეს სტუდენტებმა, რომ თბილისის ნაცვლად ხიჭაურში ისწავლიან2026 წელს ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი, უმაღლესში (ბაკალავრიატი) (პირველადი ჩარიცხვით) ჩაირიცხა 31 704 ადამიანი.