ესტონეთმა აკრძალა თავის ტერიტორიაზე რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგიუს ცაჰკნა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგიუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში.

„რუსეთი თავს ესხმის უკრაინის პორტებს, ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს, ხოლო შემდეგ ახალ მარშრუტებს ეძებს თავისი მარცვლეულისთვის. ესტონეთი ასეთ მარშრუტებს არ გამოუყოფს“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვამდა გაფრთხილებას, რომ არავის შეედგინა გეგმები ესტონეთის გავლით რუსეთის მარცვლეულის ტრანსპორტირებაზე. ცაჰკნამ დასძინა, რომ ესტონეთი არ დაეხმარება რუსეთს „ომის დაფინანსებაში ან მისთვის აგრესიის წარმოების გაადვილებაში“.

2024 წელს ევროკავშირმა დამატებითი საბაჟო გადასახადი დააწესა ბელარუსიდან და რუსეთიდან იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (მარცვლეულზე, ზეთოვან კულტურებსა და მათი გადამუშავების პროდუქტებზე, ხორბლისა და სიმინდის ჩათვლით). ეს ზომები არ შეხებია მესამე ქვეყნებში ტრანზიტს.

როგორც აღინიშნება, 2023 წელს რუსეთიდან ევროკავშირში ასეთი პროდუქციის იმპორტმა სარეკორდო მაჩვენებელს - ოთხ მილიონ ტონას მიაღწია, რამაც ევროკავშირში საერთო მოხმარების 1% შეადგინა.

ასევე ნახეთ

ესტონეთმა რუსეთის „საბოტაჟად" გამოაცხადა ხანძარი უპილოტო აპარატების მწარმოებელ კომპანიაში