გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი კანცლერის, „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU-ს) დამაარსებლის, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) 1 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ:
KAS-ის ოფისი საქართველოში, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს, 2026 წლის 30 სექტემბრიდან დაიხურა და „დახურვა ნებაყოფლობითი არ ყოფილა“.
ადენაუერის ფონდი 1955 წელს დაარსდა და საერთაშორისო საქმიანობა 1962 წლიდან დაიწყო.
ასევე ნახეთ
მაკა ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდაუარი გრანტზე - გერმანიის მთავრობის ჩარევის მიუხედავად
ფონდის განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა „პოლიტიკურმა და სამართლებრივმა ჩარჩომ“ განაპირობა, რის პირობებშიც მას საქართველოში თავისი საქმიანობის გაგრძელება აღარ შეუძლია.
KAS-ის თანახმად, 2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ ფონდის მიერ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარდგენილი პროექტების დაფინანსების განაცხადები არ დააკმაყოფილა.
„ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, ახალი ჩარჩოს პირობებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის შესაქმნელად, წარუმატებელი აღმოჩნდა“, - აცხადებს ფონდი.
KAS-ის შეფასებით, პროექტების დამტკიცება შესაძლებელი ჩანდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ იქნებოდა შესაბამისობაში ფონდის „პოლიტიკურ ხასიათთან და მისიასთან“.
„საქართველოში მხოლოდ ფიზიკური ყოფნა, ჩვენი ძირითადი მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად ადენაუერის ფონდისთვის სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას არ წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ
„ვაიმარის სამკუთხედი“: ელჩებმა საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი განიხილესრაზე მუშაობდა ფონდი საქართველოში
კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში 2003 წლიდან მუშაობდა.
მისი განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ფონდი ხელს უწყობდა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარების და ევროპული გაგების გაძლიერებას.
KAS-ის საქმიანობა საქართველოში ფინანსდებოდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა (AA) და ევროკავშირის გრანტებით.
მის პარტნიორებს შორის საქართველოში იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ და „ჭავჭავაძის ცენტრი“.
KAS-ი აცხადებს, რომ საქართველოში იურიდიულ პირად რეგისტრაციას შეინარჩუნებს, რათა „პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს“.
გრანტების კანონი
2025 წლის 20 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მთავრობის ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა მისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ეს ცვლილებები, - სხვა საკანონმდებლო რეგულაციებთან, მათ შორის „აგენტების კანონთან“ (ფორმალურად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც მოწინააღმდეგეები „რუსულ კანონს“ უწოდებენ) და „FARA-ს ქართულ ანალოგთან“ ერთად, - ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ „უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლის“ განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა.
ასევე ნახეთ
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღესAmnesty International-ის მიერ 2026 წლის 15 ივნისს საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშში, „რეპრესიების ანატომია“, წერია, რომ „გრანტების კანონისა“ და სხვა ცვლილებების შედეგად, ათობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია იძულებული გახდა შეემცირებინა შტატი, შეეჩერებინა მუშაობა ან „გადარჩენის რეჟიმში“ განეგრძო საქმიანობა.
ასევე ნახეთ
Amnesty International-ი საქართველოზე ანგარიშს აქვეყნებს - "რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ასევე ნახეთ
ევროსაბჭოს პროექტი და ახვლედიანის „პოლიტიკური სკოლა“ - აუდიტის სამსახურმა „მონიტორინგი“ დაიწყოსაქართველო-გერმანიის ურთიერთობები
საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში გაუარესდა:
- 2024 წლის 31 დეკემბერსა და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს;
- გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო;
- ამავე დროს, გაგრძელდა ის პროექტები, რომლებიც, ბერლინის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის დახმარებას ემსახურება. გერმანიამ რიგი სხვა პროგრამები აღარ განაახლა;
ასევე ნახეთ
უცვლელია გერმანიის ერთგულება ქართველი ხალხის პროევროპული კურსის მიმართ - ახალი ელჩი- გერმანიის ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა, მწვავედ აკრიტიკებდა პროცესს, რომელსაც საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებდა;
- „ქართული ოცნების“ ლიდერები ფიშერს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და „რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებდნენ.
გერმანიის ახალმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელის ასლი 27 აგვისტოს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
მანამდე, 23 ივლისს, გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა - თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ.