ეს ხიდზე განხორციელებული უკვე მეხუთე შეტევაა ბოლო ორი დღის განმავლობაში. ერთ-ერთი წინა დარტყმის შედეგად, რომელიც პირველ ოქტომბერს საღამოს განხორციელდა, დაზიანდა ხიდის ერთ-ერთი საყრდენი, დამცავი ბარიერი, გზის საფარი, რელსები და მეტროპოლიტენის დამცავი ბეტონის ღობეები.
მანამდე კლიჩკომ აღნიშნა, რომ ქალაქის თავდაცვის საბჭოს სხდომა ჩაატარა სამხედროებთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად.
„დედაქალაქი ძალიან დრამატულ ვითარებაშია. იმის თამაში, თითქოს ახლა ისე ცხოვრება შეიძლება, როგორც მშვიდობიან დროს, აღარ გამოვა! მტერი ანგრევს კიევს. ინფრასტრუქტურას, კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს, ლოგისტიკას, საცხოვრებელ და სოციალურ ობიექტებს. აგრესორმა კვლავ დაიწყო ენერგეტიკის განადგურებაც“, - დაწერა მან.
სამხრეთის ხიდი კიევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხიდია. იგი დნეპრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებს აკავშირებს. საავტომობილო ტრასის გარდა, ხიდზე გადის კიევის მეტროს ხაზიც. ამჟამად ხიდი ორივე მხრიდან სრულად არის გადაკეტილი ტრანსპორტის მოძრაობისთვის.