ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი ტელეგრამარხები და კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.
„ჩრდილოეთის ხიდზე დაზიანებულია სავალი ნაწილი და ტროლეიბუსის საკონტაქტო ქსელი. მოძრაობა ხიდზე მარცხენა სანაპიროდან მარჯვენას მიმართულებით დროებით გადაკეტილია“, - განაცხადა მან.
ცოტა ხნით ადრე, 1-ელ და მე-2 ოქტომბერს რუსეთი მიზანმიმართულად უტევდა კიევში მდებარე სამხრეთის ხიდსაც. მათი უპილოტო აპარატები ხიდს, სულ მცირე, ხუთჯერ მოხვდა.
1-ელ ოქტომბერს, ერთ-ერთი შეტევის დროს, დრონი, ხიდის საყრდენთან აფეთქდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც იქ მეტროს მატარებელი მოძრაობდა.
ასევე ნახეთ
რუსეთმა დღის მანძილზე მეორედ და ბოლო ორ დღეში მეხუთედ მიიტანა იერიში კიევის სამხრეთის ხიდზეამ დარტყმების შემდეგ სამხრეთ ხიდზე მოძრაობა სრულად შეწყდა - როგორც ავტომობილებისთვის, ისე მეტროპოლიტენისთვის.
უკვე 2 ოქტომბერს კი, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ მდინარე დნეპრის ხიდებზე გადაადგილების ახალი წესები დააწესა. ჩრდილოეთის ხიდზე საჰაერო განგაშის დროს მნიშვნელოვნად შეიზღუდა მოძრაობა მარჯვენა სანაპიროდან მარცხენას მიმართულებით.