სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რომელსაც, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა „ბანდეროლებით“ შეუტიეს.
„ბანდეროლი“ მცირეგაბარიტიანი ფრთოსანი რაკეტაა(რაკეტისა და დრონის ჰიბრიდი).
ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი თავდაპირველად ორი დაღუპულის შესახებ წერდა თავის ტელეგრამ-არხზე, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ დაღუპულია ერთი და დაჭრილია ექვსი ადამიანი.
ტერეხოვის ინფორმაციით, „ბანდეროლებით“ დარტყმა იყო ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონზე, სადაც დაზიანებულია ათამდე მრავალბინიანი სახლი. დაიწვა ადმინისტრაციული შენობა და ავტომანქანები.
- ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები ყოველდღე უტევენ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
ასევე ნახეთ
რუსული რეაქტიული დრონები - უკრაინა ახალ საფრთხესთან გასამკლავებლად ემზადებაგანახლება: 5 ოქტომბერს დღისით რუსეთის ჯარებმა ხარკოვს ისევ შეუტიეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმა იყო მართვადი ავიაბომბებით და დრონებით.
დაიღუპა 6 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ხუთსართულიანი სახლი და სამკერვალო საამქრო.
ხარკოვში 5 ოქტომბერს განადგურებული სამკერვალო საამქრო