უკრაინაზე რუსეთის შეტევისას მოლდოვაში მესაზღვრე დაიჭრა

მოლდოვის ტერიტორიაზე 5 ოქტომბერს დაზიანებული ავტობუსი

5 ოქტომბერს უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევისას უკრაინა-მოლდოვის საზღვართან მოლდოველი მესაზღვრე დაიჭრა.

მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გამშვებ პუნქტთან „პალანკა“ ჩამოვარდა ჭურვი, რომელმაც მიწაზე დარტყმის შემდეგ რიკოშეტი განიცადა და მოხვდა სასაზღვრო ბარიერთან მდგომ ავტობუსს.

მსუბუქად დაშავდა ერთი მესაზღვრე. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობა დროებით შეწყდა.

ასევე ნახეთ

მოლდოვის ტერიტორიაზე სამი რაკეტა და ორი დრონი შეფრინდა

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევების დროს დრონები და რაკეტები ხშირად არღვევენ მოლდოვის საჰაერო სივრცესაც.