Carlsberg-ში განაცხადეს, რომ დანიური ჯგუფი Iberia Refreshments-თან ერთად სომხურ JI Pepsi Cola Bottler Armenia-საც შეიძენს. ორივე კომპანიის ამჟამინდელ მფლობელად განცხადებაში Revery არის მითითებული.
Reuters-ის ცნობით, კომპანიებს გარიგების ფასი არ გაუსაჯაროებიათ.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ საქართველო და სომხეთი Carlsberg-ის საოპერაციო ბაზრები გახდებიან. კომპანია ორივე ქვეყანაში PepsiCo-ს უალკოჰოლო სასმელების წარმოებას, გაყიდვასა და დისტრიბუციას გადაიბარებს. სომხეთში გარიგებას მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება.
Iberia Refreshments-ის 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალმა 123,6 მილიონი ლარი შეადგინა, წელი კი 2,27 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. წლის ბოლოს კომპანიაში 502 ადამიანი მუშაობდა, წერს BM.GE.
ასევე ნახეთ
„ტერაბანკსა“ და „ბილტმორს“ სომეხი ბიზნესმენი ყიდულობს - რა ვიცით გარიგებაზეCarlsberg-მა რამდენიმე თვის წინ PepsiCo-სთან პარტნიორობის აზერბაიჯანზე გაფართოებაც გამოაცხადა. კომპანია აცხადებს, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში მისთვის ერთიან ბიზნესკლასტერს შექმნის.