ჰაკერებმა სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს სამხრეთ კორეის ბანკებზე შეტევისთვის

სამხრეთ კორეის უმსხვილესი ბანკის, Hana Bank-ის ოფისი სეულში (ფოტო არქივიდან)

სამხრეთი კორეის პოლიცია იძიებს ქვეყნის ბანკებზე კიბერშეტევების სერიას. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტი.

სამხრეთ კორეის შვიდი საფინანსო ორგანიზაცია, მათ შორის ყველაზე დიდი ბანკები Hana Bank, KB Kookmin Bank და Shinhan Bank გასულ კვირაში დაზარალდნენ ჰაკერული თავდასხმის შედეგად კლიენტების მონაცემების გაჟონვის გამო.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა 6 ოქტომბერს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კიბერშეტევისთვის შესაძლოა, გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტი, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს.

პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა საქმის სწრაფად გამოძიება და შესაბამისი პერსონალისა და რესურსების მობილიზება ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად.

ასევე ნახეთ

ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტს „სუპერინტელექტი“ დაარქვა და წამყვან კომპანიებთან შეთანხმება გააფორმა

სააგენტო Yonhap-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 6 ოქტომბერს დაწერა, რომ სამხრეთ კორეის საფინანსო კონტროლის სამსახურმა გამოავლინა კიბერშეტევებისთვის გამოყენებული 28 IP-მისამართი აშშ-ში, იაპონიასა და კიდევ ათ ქვეყანაში.

ვარაუდობენ, რომ ეს მისამართები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჰაკერებმა გამოიყენეს ბანკების სისტემაში შესაღწევად.

  • პირველ ოქტომბერს Shinhan Bank-მა დაადასტურა, რომ კიბერშეტევის შედეგად გაჟონა 25 ათასამდე კლიენტის პირადმა მონაცემებმა. დაზარალებულია Hana Bank-ის 89 კლიენტიც.

ასევე ნახეთ

როცა არც მღვდელია ნამდვილი, არც - ექიმი, არც - პოლიტიკოსი - რა უნდა ვიცოდეთ AI-ვიდეოებზე
  • ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემქმნელი წამყვანი კომპანიების, Anthropic-ის, OpenAI-ის და Google-ის ხელმძღვანელებმა 2026 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მხარი დაუჭირეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელებას. მანამდე გახშირდა ცნობები ინციდენტებზე, როცა ხელოვნური ინტელექტის მოდელები კონტროლიდან გადიოდნენ და ჰაკერულ შეტევებს ახორციელებდნენ, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებზე.
  • ზოგიერთი სხვა კომპანიის შეფასებით, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები პოტენციური საფრთხის გადაჭარბებულად წარმოჩენას ცდილობენ. გამოითქვა ეჭვიც, რომ მათ კარტელის შექმნა სურთ.