ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები წელს გახდნენ ფრანგი ანრი კაგანი და იაპონელი კენსო სოაი. ისინი ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ აღმოჩენებისთვის ასიმეტრიულ ორგანულ სინთეზში.
ნობელის კომიტეტის თანახმად, კაგანმა და სოაიმ იპოვეს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული გამოცანის გადაწყვეტა. ფრანგმა და იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ არსებობს ზოგიერთი მოლეკულა, მაგალითად, ამინომჟავები ორი ფორმით და ერთმანეთის სარკისებრი ანარეკლი არიან, მაშინ, როცა ცოცხალ ორგანიზმებში მხოლოდ ერთი სარკისებრი ფორმა გვხვდება.
ქიმიის დარგში 2026 წლის ლაურეატების ვინაობა 7 ოქტომბერს გამოცხადდა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში.
- 6 ოქტომბერს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ამერიკული ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მეცნიერი, ბელგიელი ფრენსის ჰალცენი.
- 5 ოქტომბერს მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ამერიკელ კარლ დეისეროთს და გერმანელებს, პეტერ ჰეგემანს და გეორგ ნაგელს.
8 ოქტომბერს ცნობილი გახდება ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატის ვინაობა. 9 ოქტომბერს ოსლოში გამოცხადდება ნობელის მშვიდობის პრემიის ახალი ლაურეატი.