ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე

Your browser doesn’t support HTML5

მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაამართლა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკე-ლუსოს” ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ამავე კლუბის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი, ქართველმა ფეხბურთელმა ქალებმა პროტესტი პირდაპირ სტადიონზე გამოხატეს.

ზუსტად ვიცი რას გრძნობს “ნიკე-ლუსოს” ყოფილი ფეხბურთელი ქალი ახლა, როგორ ებრძვის ყველა შიშს და შფოთვას. ვიცი, როგორ გააძლიერებს ეს მხარდაჭერა, რაც მის მიმართ ქალმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს”, - გვეუბნება ლანა გორგაძე, ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბ “მართვეს” ყოფილი ფეხბურთელი.

სამი წლის წინ, ლანამ და მისმა რვა თანაგუნდელმა ქალმა, "მართვეს: ფეხბურტელებმა, პირველად, ღიად გადაწყვიტეს ხმამაღლა ელაპარაკათ სპორტში ქალთა მიმართ ძალადობაზე და საკუთარ მწვრთნელს, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში სდებდნენ ბრალს, სასამართლოშიც დაუპირისპირდნენ.