ტრამპი აცხადებს, რომ გაათავისუფლებს თავის მრჩევლებს, ლაჩივიტასა და ბლერს, „თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ თავის მრჩევლებს, კრის ლაჩივიტასა და ჯეიმს ბლერს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს, „თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი“.

აღნიშნული განცხადება New York Times-ის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ამ ორმა პოლიტიკოსმა ვიზიტი გამართა ბოსნიის შემადგენლობაში შემავალ რეპუბლიკა სრპსკაში.

New York Times-მა სამშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ ლაჩივიტა და ბლერი რეპუბლიკა სრპსკას იქ კვირას გამართულ არჩევნებამდე ეწვივნენ. ტრამპმა ეს წყვილი 3 ნოემბრის აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის ოპერაციების ხელმძღვანელად დანიშნა.

თავის პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ორი მრჩეველი „ჩემთან არ მუშაობს, ისინი გარე კონსულტანტები არიან,“ და დასძინა: „მათ უფლება აქვთ იმუშაონ სხვებისთვისაც, ისევე როგორც ვაშინგტონში მომუშავე ყველა კონსულტანტს. წარმოდგენა არ მაქვს, კიდევ ვისთან მუშაობენ ისინი, თუმცა, დაფიქრების შემდეგ, ვკითხავ მათ და თუ აღმოჩნდა, რომ არსებობს კონფლიქტი, დაუყოვნებლივ დავითხოვ!“

ბოსნიაზე გავლენის მოპოვებას ესწრაფვიან შეერთებული შტატები, რუსეთი და ევროკავშირი.

ასევე ნახეთ

რუსული კომპიუტერები, ამერიკული ტელეფონები, ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპი - შეღწევა მძლავრი რუსული პროგრამებით. ვინ დგას ამის უკან?