27 წლის სანდერი დაწესებულების დირექტორს, ნესტან ვერულაშვილს, პენიტენციური სამსახურის უფროსს, გიორგი პატარიძეს, ციხის თანამშრომლებს მიზანმიმართულ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის გამო „დაუმორჩილებლობაზე“ გადასვლას აპირებს.
„არ მინდა 27 წლისა ციხეში მოვკვდე, მაგრამ მაიძულებენ“, - ამბობს პატიმარი ნანა სანდერი რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო ზარში.
„საკონცენტრაციო ბანაკში ვარ“- პატიმრის თქმით, მას ეზღუდება ადვოკატთან დაკავშირებისა და გასეირნების უფლება. ის სატელეფონო ზარების შეზღუდვასა და სამედიცინო დახმარების დაგვიანებაზეც საუბრობს. ამბობს, რომ ციხეში შექმნილი პირობების გამო მას და სხვა პატიმრებს უჭირთ ძილი.
Your browser doesn’t support HTML5
ნანა სანდერის ზარი ციხიდან
პატიმრის განცხადებით, ციხის თანამშრომლები მას სისტემატურად უწყობენ პროვოკაციებს და ერთ-ერთი მათგანი გასულ კვირას ფიზიკურადაც შეეხო.
სანდერი ამტკიცებს, რომ „გაუსაძლისი მდგომარეობის“ შესახებ უკვე ცხრა თვეა საუბრობს, პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
პატიმარი სახალხო დამცველსაც მიმართავს - საჯაროდ ისაუბროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილ ვითარებაზე.
ციხეში არსებულ ვითარებაზე მას არაერთი საჩივარი აქვს დაწერილი.
ასევე ნახეთ
წერილები ქალთა ციხის „კუნძულიდან“ - ვინ არის, რისთვის იბრძოდა და დაისაჯა ნანა სანდერიპენიტენციური სამსახურის პოზიცია
სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ნანა სანდერის განცხადებას. უწყების ინფორმაციით, ციხეში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა და გამორიცხავს თანამშრომლების მხრიდან პატიმართან ფიზიკური შეხებას.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სანდერის საკანი ვიდეოსათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი და ჩანაწერების გამოთხოვის შემთხვევაში კადრებს უფლებამოსილ პირებს გადასცემენ.
უწყების ცნობით, ნანა სანდერი ამჟამად საკუთარ საკანში იმყოფება და მშვიდად არის.
ასევე ნახეთ
სასამართლომ აქტივისტ ნანა სანდერისთვის 3 თვით მიმოწერის აკრძალვა უკანონოდ მას შემდეგ ცნო, რაც აქტის ვადა ამოიწურარისთვის იხდის სასჯელს ნანა სანდერი?
2026 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნანა სანდერი 2025 წლის 4 ოქტომბრის, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხელისუფლება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს. ამ შეთავაზებით არაერთმა პატიმარმა უკვე ისარგებლა - შედეგად, პატიმრობის ვადა შეუმცირეს ან გაათავისუფლეს. ნანა სანდერს ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით არ მიუმართავს.
სანდერი სასამართლო პროცესების განმავლობაშიც აცხადებდა, რომ პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო.
ნანა სანდერი 16 წლის განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთო.