მიწვეულ სტუმრებს შორის არიან: ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები, მედია.
ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად სტუმრებს რამდენიმე დღეა ატიურად იწვევენ როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, მეღვინეობა „მოსმიერში“, მოეწყო ინტერაქტიური სივრცე სახელწოდებით „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“, რომელიც აერთიანებს გამოფენებს, პრაქტიკულ ვორკშოპებს, დისკუსიებსა და კულტურულ აქტივობებს. საზეიმო დღე დასრულდება ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტით.
ევროპის დღის ფარგლებში თელავში გაიმართება ინტერაქტიური თამაში „აღმოაჩინე თელავი“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ველომოყვარულთა გუნდები.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 30 წელიწადზე მეტს ითვლის.