“სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთს არ სურს აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ ენერგოზავზე დათანხმება და აპირებს გააგრძელოს თავისი ტერორისტული საჰაერო თავდასხმები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მხოლოდ დღეს რუსეთმა თავდასხმა განახორციელა 6 ენერგოობიექტზე უკრაინაში.
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიჭრა 33 ადამიანი. ასე ხდება, როცა რუსეთი ხედავს მეტი შემოსავლების მიღების პერსპექტივას თავისი ომის მანქანისთვის. შესაბამისად, მეტი ზეწოლა რუსეთის კომპანიებზე, კერძოდ ბალისტიკური რაკეტებისა და “შაჰედების” წარმოებაში მონაწილე კომპანიებზე, არის სწორი და შეუცვლელი სიგნალი, თუკი სერიოზულად ვუდგებით რუსეთის ომის დასრულების საკითხს“, - 12 ოქტომბერს დაპოსტა პლატფორმა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ
ლავროვი ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგოზავისა და ზელენსკის პასუხად: ვაგრძელებთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბურ სასანქციო პაკეტს. ერთი - “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომისთვის” მოიცავს რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში მონაწილე თითქმის 1600 ინდივიდსა და ორგანიზაციას.
მათგან 826 რუსული კომპანიაა, 743 კი ამ კომპანიების ხელმძღვანელი პირები.
ამრიგად, დღეისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი მოქმედებს თითქმის 4600 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხოორშაბათს დამტკიცებული სასანქციო პაკეტი მოიცავს საშუალო ზომის მიმწოდებლებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის “ღერძს” ქმნის და რომელთა წლიური ბრუნვა მინიმუმ 20 მლრდ ევროს შეადგენს, 250 ათასზე მეტი დასაქმებულით.
ევროკავშირის საბჭომ 12 ოქტომბერს დაასანქცირა აგრეთვე 77 პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის დუმის “ე.წ. “არჩევნებში”, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გაიმართა უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული.
მათგან 74-ნი იყვნენ ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა” და ე.წ. “ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის”, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების, აგრეთვე ე.წ. “ყირიმის რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის” პარტიების კანდიდატები. სამნი რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები არიან, რომლებიც მონაწილეობდნენ “ფიქციური არჩევნების” ორგანიზებაში.