კიბერშეტევა შეეხო სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელების, Coopérative U-ს, Intermarché-ის, Netto-ს, Carrefour-ის და Monoprix-ის მაღაზიებს. მილიონობით ევროს პროდუქტი გაფუჭებული და გადასაყრელია.
სავაჭრო ქსელების მონაცემების მიხედვით, დაზარალებულია 400-მდე სუპერმარკეტი საფრანგეთში არსებული დაახლოებით 15 000-დან.
ფრანგული ტელეკომპანიის, BFMTV-ს ცნობით, ელზასში მხოლოდ ორი სუპერმარკეტის ზარალი 270 ათასი ევროა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ზარალი მილიონობით ევროა.
ჰაკერების სამიზნე
ჰაკერების სამიზნე იყო დანიური კომპანია Danfoss-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც სავაჭრო ქსელები იყენებენ სამაცივრე დანადგარების დისტანციური მართვისთვის.
Danfoss-მა განაცხადა, რომ კიბერშეტევამ დააზიანა დანადგარების მოძველებული მოდელები, რომელთა უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო. კომპანიის თანახმად, საწარმოებს დიდი ხანია ურჩევს სისტემების განახლებას.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ გამოძიება დაავალა კიბერუსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოს. ცალკე გამოძიება დაიწყო საფრანგეთის პროკურატურამ.