პოლიტიკური კურსის შეცვლის შემდეგ ევროკავშირი უნგრეთს 4,2 მილიარდ ევროს ურიცხავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი. ბრიუსელი. 18 ივნისი, 2026 წელი

ევროკავშირმა გადაწყვიტა, გაყინული თანხა - 4,2 მილიარდი ევრო - უნგრეთს გადასცეს.

ევროკავშირის ქვეყნებმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს კომისიის შესაბამის წინადადებას.
დაფინანსების ეს საშუალებები ბრიუსელს შეჩერებული ჰქონდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ორბანის მთავრობის დროს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებისა და ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების დარღვევის გამო.

ახალი მთავრობის მეთაურმა პეტერ მადიარმა მაისში უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ პოლიტიკური კურსის ცვლილება დაიწყო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ იწყება ახალი თავი უნგრეთისა და ევროპისთვის. ახლა უკვე გათავისუფლებული თანხა უნგრეთმა სტრუქტურული ხელშეწყობისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნდა მიიღოს. კომისიამ მაისში მიანიშნა, რომ მზად იყო განებლოკა გაყინული სახსრები, საერთო ჯამში, სულ მცირე, 16,4 მილიარდი ევროს ოდენობით, თუ რეფორმები წარმატებით განხორციელდებოდა.


აპრილში პეტერ მადიარმა და მისმა პარტია „ტისამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში და ხმების ორი მესამედი მოიპოვეს. ამის შემდეგ მადიარმა უნგრეთის პოლიტიკის სისტემურ ცვლილებებზე დაიწყო ლაპარაკი და სხვათა შორის განბლოკა უკრაინისთვის განკუთვნილი კრედიტი, ასევე რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები.

ასევე ნახეთ

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი გააძევა