„რეალობისგან გაქცეული ხელისუფლება თავს აფარებს ახალ ბიუროკრატიულ ენას“ - პაატა შამუგია - გამოკითხვა

Your browser doesn’t support HTML5

„ახალი ბიუროკრატიული ენაა შექმნილი, რომელიც რეალობას არ აღიარებს. ხელისუფლება რეალობისგან არის გაქცეული“ - ამბობს პაატა შამუგია, რომელსაც ტელევიზიების კონკრეტული სიტყვების გამოყენების გამო დაჯარიმების კვალდაკვალ „დაპატიმრებულ სიტყვებსა“ და ცენზურის მცდელობებზე ვესაუბრეთ

ამ დროისათვის „აკრძალული სიტყვების სია“ ასამდე სიტყვას აერთიანებს - მათი აკრძალვის ფორმალური მიზეზი ფაქტისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გამიჯვნაა ჟურნალისტების მხრიდან, რაც დემოკრატიულ გარემოში შიდა რეგულაციის საკითხია და რეპრესიულ მექანიზმად კერძო ტელევიზიების წინააღმდეგ მისი გამოყენება ამ ტელევიზიების მხრიდან ცენზურად აღიქმება.