ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისევ გადაავადა სანქციების გამოყენება რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ უცხოეთში მდებარე ობიექტების წინააღმდეგ. საუბარია ავტოგასამართ სადგურებსა და ბულგარეთში „ლუკოილის“ შვილობილ კომპანიებზე.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტით, უცხოეთში „ლუკოილის“ ავტოგასამართი სადგურებისთვის გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იწურებოდა, 2027 წლის 24 აპრილამდე გაგრძელდა.
- ლიცენზია ნიშნავს, რომ ამ ობიექტებზე არ ვრცელდება აშშ-ის მიერ „ლუკოილისთვის“ დაწესებული სანქციები.
აშშ-ის მიერ გაცემული კიდევ ერთი გენერალური ლიცენზიით, 2027 წლის 24 აპრილამდე გაგრძელდა ბულგარეთში „ლუკოილის“ ოთხ შვილობილ კომპანიასთან ტრანზაქციების ნებართვაც. მისი ვადაც ოქტომბრის ბოლოს იწურებოდა.
ასევე ნახეთ
NYT: რუსეთი და აშშ განიხილავენ "ლუკოილის" აქტივების მიყიდვას ტრამპის ოჯახთან დაახლოებული სტრუქტურებისთვის- 2025 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაგრძელების გამო სანქციები დაუწესა ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“.
- „ლუკოილი“ იძულებული გახდა უცხოური აქტივების გაყიდვა დაეწყო.
- „ლუკოილი“ ავტოგასამართ სადგურებს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში და საქართველოშიც და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ევროპაში.
- მათთვის შეერთებულმა შტატებმა გამონაკლისი დაუშვა.