აშშ-ის მიერ ბრალდებული 52 წლის ალექსანდრ სუვოროვი შვედეთში დააკავეს. 15 ოქტომბერს ის შვედეთმა აშშ-ს გადასცა.
გამოძიების თანახმად, 2022-2023 წლებში ალექსანდრ სუვორვი ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ქსელს, რომელიც ჰონ-კონგში დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით აშშ-დან რუსეთში უკანონოდ ახორციელებდა ორმაგი, სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების ელექტრონული კომპონენტების ექსპორტს. ზოგიერთი მათგანის გამოყენება შესაძლებელია სამხედრო რადიოლოკაციური სისტემებისთვის.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სუვოროვს ბრალად ედება შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით, საექსპორტო კონტროლის კანონის დარღვევა და კონტრაბანდა. პირველი ორი მუხლი 20-20 წლით პატიმრობას ითვალისწინებს, მესამე - 5-წლიან პატიმრობას.