რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე 21 პირისთვის. მათ შორისაა იტალიელი ვინჩენცო ლორუსო - რომელიც მუშაობს რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-ზე და ავტორია ტელეგრამ-არხისა "დონბას-იტალია". ლორუსო ლუგანსკში ცხოვრობს და აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მედიის მკვლევართა ცნობით, იგი კრემლისთვის ხელსაყრელ პროპაგანდას ევროპელ აუდიტორიასთან ავრცელებს.
ამავე ბრძანებით, რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა RT-ს კიდევ რამდენიმე უცხოელ თანამშრომელს. კერძოდ, ულრიხ გოლკეს, დაგმარ ჰენს და ან-კრისტიან ივერსენის გერმანული RT-დან და ეკვადორელ მარია იზაბელ სევალიოს სიმანკასს, რომელსაც RT Español-ზე მიჰყავს გადაცემა.
რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს კანადელმა ჰოკეისტმა, მოსკოვის გუნდის მცველმა ჯერემი რუამ, "ტორპედო-გორკის" ჰოკეისტმა იტაი აბრაამ გოლანმა და დრაგან შარიჩმა - წარმოშობით ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, რომელიც სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინი რუსეთის მოქალაქეობას ანიჭებს მედიის სფეროში კრემლის ინტერესებზე მომუშავე უცხოელებს. წარსულში პასპორტები გაიცა შვეიცარიელ ადრიან ბოკეზე (რომელიც ევროკავშირის სანქციათა ნუსხაშია შეყვანილი) და პიტერ ლაველზე აშშ-დან.